სასაზღვრო პოლიციის უფროსმა შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო ტრენინგზე ლექცია ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ლექცია ჩაატარა. მან მსმენელებს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული საკითხები და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის როლი და მნიშვნელობა გააცნო. თემურ კეკელიძემ ნატოსა და საქართველოს წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრა გაიმართა კურსის - „სამხრეთ კავკასია შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში“ - ფარგლებში, რომელსაც ქართველი ექსპერტები უძღვებიან.

აღნიშნული კურსი საერთაშორისო მასშტაბით პირველად ტარდება. იგი მიზნად ისახავს ქართველი და უცხოელი მონაწილეებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციფიკის, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და გამოცდილების გაზიარებას.

ორკვირიან ტრენინგს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის ძალების, უსაფრთხოების სექტორის და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.

სიახლეების გამოწერა