სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საერთაშორისო პარტნიორები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

თემურ კეკელიძემ პარტნიორებთან ერთად ინიცირებული რეფორმები მიმოიხილა, განხორციელებული პროექტები შეაჯამა და შეხვედრის თითოეულ მონაწილეს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში აშშ-ის ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS), აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.

სიახლეების გამოწერა