სასაზღვრო პოლიციის სექტორ "გუგუთს" სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) სექტორ "გუგუთს" თბილისის 133-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოზარდები სასაზღვრო პოლიციის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, მესაზღვრეთა აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს. სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მოსწავლეებს მესაზღვრის პროფესიის და საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ესაუბრნენ.

სახელმწიფო საზღვარზე მოზარდებთან საინფორმაციო შეხვედრების მიზანია უსაფრთხოების საკითხებზე მათი ინფორმირებულობის გაზრდა და მესაზღვრეთა საქმიანობის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა.

სიახლეების გამოწერა