სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს ლატვიის ელჩი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში დასრულდა პროექტი - „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება კინოლოგიის სფეროს განვითარებით“. პროექტის დახურვის ღონისძიებას საქართველოში ლატვიის ელჩი - ინგრიდა ლავრენცე, ლატვიის სასაზღვრო უწყების კოლეჯის კინოლოგიური სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ულდის ბარკანსი და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები: ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ლევან ჭაბუკიანი დაესწრნენ.

პროექტი ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის კოლეჯის მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეებმა ლატვიელ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს სასამსახურო ძაღლები და ვოლიერები გადაეცა, მესაზღვრე-კინოლოგებმა კი გადამზადების სპეციალურ კურსი გაიარეს.

სიახლეების გამოწერა