სასაზღვრო პოლიციის ბარისახოს სამმართველოს სტუდენტები ესტუმრნენ 30 მაისი, 2018 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N6 სამმართველოს (ბარისახო) გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ექსტრემალური ჟურნალისტიკის სასწავლო მოდულის მესამე კურსის სტუდენტები ეწვივნენ. სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები სტუმრებს საზღვრის დაცვის პრიორიტეტებზე, ბარისახოს სამმართველოს საქმიანობასა და მესაზღვრის პროფესიის სპეციფიკაზე ესაუბრნენ. სტუდენტებმა მესაზღვრეთა შეიარაღება და სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს და მათ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ. |
სიახლეების გამოწერა
|