სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიც ლუკოვაკთან და მისიის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სასაზღვრო პოლიციას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ შარაძემ სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები გააცნო და საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, "ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის" (SAFE) პროგრამის ფარგლებში, საზღვრის მართვის განვითარებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

სიახლეების გამოწერა