სასაზღვრო პოლიციამ მოსწავლეებს და თანამშრომლის შვილებს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ თბილისის N161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და უწყების თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა. მოზარდები სპეციალური დანიშნულების ავიაციას ეწვივნენ, სადაც ავიაციის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და საფრენი აპარატები დაათვალიერეს. ავიაციის შემდეგ, ბავშვები სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოსაც ესტუმრნენ. სტუმრებმა ადმინისტრაციული შენობა, დასავლური სტანდარტის ვოლიერები, ოდოროლოგიური წვრთნის ოთახი და ვეტპუნქტი დაათვალიერეს, შემდეგ კი საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრნენ.

სიახლეების გამოწერა