სასაზღვრო ავიაციის დღე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, მოადგილეებთან ერთად, სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარ სამმართველოს ეწვია და თანამშრომლებს სასაზღვრო ავიაციის დღე მიულოცა.

თემურ კეკელიძემ სასაზღვრო ავიაციის პირად შემადგენლობას სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სასაზღვრო ავიაციის დღე საქართველოში 1999 წლიდან 22 აპრილს აღინიშნება.

სიახლეების გამოწერა