სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ოფისმა სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ახალი კანონი საერთაშორისო სამართლის დაცვისა და საზღვრებიდან თავშესაფრის მაძიებელთა რეფერირების შესახებ.

ღონისძიებას ის მესაზღვრეები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ვინც პასუხისმგებელია საზღვარზე გამოვლენილ თავშესაფრის მაძიებლებთან თავდაპირველ შეხვედრასა და მათი შესაბამისი უწყებისთვის გადაცემაზე.

სიახლეების გამოწერა