საქართველოსა და აშშ-ის აბორდაჟის ჯგუფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, შავ ზღვაზე ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. სწავლება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი "USS Porter”-ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს აბორდაჟის ოპერაცია, რომელიც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებისა და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმების პროცედურებს მოიცავდა. სწავლებაში სანაპირო დაცვის ხომალდი "ოჩამჩირე" მონაწილეობდა.

“Arleigh Burke”-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი “USS Porter” (DDG 78) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 22 ოქტომბერს შემოვიდა.

საპორტო ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა. ამერიკული ხომალდის საპორტო ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას

სიახლეების გამოწერა