სანაპირო დაცვისა და ნატო-ს ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატო-ს ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.

ერთობლივი საზღვაო წვრთნების დაწყებამდე, სააბორდაჟო ოპერაციის დაგეგმარების პროცესის განხილვა და სააბორდაჟო ჯგუფის მოსამზადებელი სწავლება გაიმართა.

ერთობლივი წვრთნები მოიცავდა საზღვაო მანევრებს და აბორდაჟის ოპერაციებს, რაც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას გულისხმობდა.

წვრთნებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 ერთეული და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 4 ხომალდი მონაწილეობდა.

აღნიშნული წვრთნები ნატო-სა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სიახლეების გამოწერა