სანაპირო დაცვის 11 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფოთში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის 11 წლის იუბილესთან დაკავშირებით 25 ივლისს ფოთში გაიმართა საზეიმო ღონისძიებები. ღონისძიება ოფიციალურად გახსნა  სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ–მაიორ  ზაზა გოგავამ და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I  რანგის კაპიტან ბესიკ შენგელიამ.

საზეიმო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს შსს მინისტრი ივანე მერაბიშვილი და საქართველოს ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლები, აგრეთვე ამერიკისა და ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები

.
 სანაპირო დაცვის შემადგენლობაში ოფიციალურად შევიდა “KAAN-20”  კლასის ახალი საპატრულო კატარღა “P-108”,  რომლის მშენებლობა სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და თურქეთის გემთსაშენ ქარხანაში განხორციელდა. გემი აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო, კავშირგაბმულობისა და ტექნიკური სისტემებით.გემს ნებისმიერი სახის სამართალდამცავი ოპერაციის ჩატარება შეუძლია. მისი ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს საზღვაო სივრცის დამრღვევი გემების ოპერატიულად დაკავების საშუალებას იძლევა. იგი ასევე წარმატებით გამოიყენება სამძებრო და სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად.
კატარღის სიგრძე  22.55 მეტრია და გამოირჩევა დიდი სიჩქარით.


გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები. ფოთში, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი გაიხსნა, სტუმრებმა დაღუპულ მეზღვაურთა პატივსაცემად ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.


გაიმართა აგრეთვე პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალი. სანაპირო დაცვის 90 მოსამსახურეს ფულადი ჯილდო გადაეცა, ასევე სხვა მოსამსახურე პირები დაჯილდოვდა მადლობის სიგელებით, საიუბილეო და სამკერდე მედლებით. სანაპირო დაცვის 1 მოსამსახურეს ვადაზე ადრე მორიგი სპეციალური წოდება მიენიჭა.

                                                                                      

სიახლეების გამოწერა