სამუშაო ხასიათის შეხვედრა

მიმდინარე წლის 29 მარტს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, რეგიონული სამმართველო “გარდაბნის” სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება “წითელ ხიდზე”, საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებათა წარმომადგენლებს შორის სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრაზე ქართულ მხარეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი კობა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა. აზერბაიჯანის მხარეს_ სასაზღვრო ძალების მთავარი შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი არზუ რაგიმოვი.

შეხვედრის მიზანი იყო, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა და უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში საზღვარზე მომხდარ კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შეფასება. შეხვედრაზე ასევე, ხელი მოეწერა მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების ოქმს, რომელიც შემდგომში მიზნად ისახავს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო პროცესის დაჩქარებას. 

სიახლეების გამოწერა