საფრანგეთისა და შსს-ს სანაპირო დაცვის ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდის - „GUEPRATTE” ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ფრანგი მეზღვაურებისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების ერთობლივი საზღვაო წვრთნები და სახომალდე სწავლებები ჩატარდა.

ფრანგულ ხომალდზე პირველადი სამედიცინო დახმარების, ცეცხლსა და წყალთან ბრძოლის სწავლებები გაიმართა. შსს-ს სანაპირო დაცვის ხომალდებისა და ფრანგული ფრეგატის მონაწილეობით, ღია ზღვაში, ძებნა-გადარჩენის და სააბორდაჟო წვრთნები გაიმართა, რაც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას გულისხმობს.

წვრთნებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 3 საპატრულო კატარღა და ფრანგული ხომალდი მონაწილეობდა.

აღნიშნული წვრთნები საფრანგეთისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

სიახლეების გამოწერა