ქართველ მესაზღვრეებს თურქული მხარე ეხმარება

თურქეთი ნატოს წევრი ის ქვეყანაა, რომელიც აქტიურად ეხმარება საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს. 
მიმდინარე წლის 26 აპრილს, თურქმა კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო უწყებასა და თავდაცვის სამინისტროს სახვადასხვა სახის დახმარება გადმოსცეს. 
საზეიმო ცერემონია ლილოში, თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის ბატალიონის ტერიტორიაზე გაიმართა. ქართველ მესაზღვრეებს თურქულმა მხარემ დახმარება საქართველოს სასაზღვრო უწყებასა და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე გადმოსცა.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტს შემდეგი დახმარება გადმოეცა:
- 7ცალი (2,5 ტონიანი) სამხედრო-ტაქტიკური ტიპის მანქანა;
- 1 ცალი საველე-სარემონტო “ლენდ-როვერის” ტიპის სამხედრო მანქანა;
- 2 ცალი კოპიუტერი.
აღნიშნული დახმარება 677 191 აშშ დოლარის ღირებულებისაა.

საზეიმო ცერემონიას თურქეთის შიარაღებული ძალების ატაშე გენერალ-მაიორი იუქსელ ოზთექი, სახმელეთო ატაშე პოლკოვნოკი ჰაკან დოღანი, მეკავშირე ოფიცერი ვიცე-პოლკოვნიკი იბრაჰიმ სუთჩუ და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან ღონისძიებას საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენენტი ბადრი ბიწაძე, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი კობა ბოჭორიშვილი, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი, ეკა გიგაური და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

სიახლეების გამოწერა