ნატო-ს საზღვაო ვიზიტის ფარგლებში, ამხანაგური საფეხბურთო მატჩში გაიმართა

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, SNMCMG2-ის ხომალდების ეკიპაჟების წევრებსა და საქართველოს შსს-ს სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

სპორტული აქტივობის მიზანი იყო ერთობლივ წვრთნებში მონაწილე ხომალდების ეკიპაჟების წევრების დაახლოება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა.

საზღვაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებისა და შსს-ს სანაპირო დაცვის კატარღების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები გაიმართება. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

სიახლეების გამოწერა