გამწვანების აქცია შსს–ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეებმა – ლევან ჭაბუკიანმა და ნინო ბაქრაძემ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებსა და მესაზღვრეებთან ერთად, კინოლოგიის სამმართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 200-ზე მეტი ნერგი დარგეს. აქციაში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი წერეთელიც მონაწილეობდა.

ღონისძიება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ინიციატივითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიების მიზანი იყო გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ჯანსაღი გარემოს პოპულარიზაცია. სასაზღვრო პოლიცია გამწვანების აქციას გააგრძელებს და სხვადასხვა დანაყოფის ტერიტორიაზე ნერგები მომავალშიც დაირგვება.

სიახლეების გამოწერა