გაახარე შენი ბზა

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკმა, დათო ნიკოლეიშვილმა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, ავიაციის მთავარი სამმართველოს, კინოლოგიის სამმართველოსა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის თანამშრომლებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ბზის ნერგები გაუგზავნა. აღნიშნული ნერგები სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის ტერიტორიაზე დაირგვება.

პროექტი – "გაახარე შენი ბზა" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. აქცია მიზნად ისახავს "წითელ ნუსხაში" შეტანილი მცენარის –კოლხური ბზის დაცვას და გამრავლებას.

სიახლეების გამოწერა