ახალი წელი ხევსურეთში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, მისი პირველი მოადგილე კახაბერ ჩიქოვანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი შატილისა და არხოტის ხეობებს ესტუმრნენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს, მესაზღვრეებსა და რეინჯერებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი და საჩუქრები გადასცეს.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სასაზღვრო სექტორი „შატილი“ მოინახულა, მესაზღვრეებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული წელი უსურვა და აღნიშნა, რომ მესაზღვრეების პირობების გაუმჯობესება მომდევნო წელს კვლავ მთავარი პრიორიტეტი იქნება.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას თურქეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ლიტვის, უნგრეთის და ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამოგზავნილი საჩუქრებიც ჩაუტანეს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი შატილის სკოლა-პანსიონის მასწავლებლებსაც მოემსახურა და ისინი შატილიდან თბილისში გადმოიყვანა.

სიახლეების გამოწერა