ადგილობრივ მოსახლოებას სააღდგომო საჩუქრის სახით 3 ტონა პურის ფქვილი გადაეცა

22 აპრილს საქართველოს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ქიზიყის რეგიონული სამმართველოს სექტორ “სამთაწყაროს” ეწვივნენ.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ გენერალ-ლეიტენენტმა ბადრი ბიწაძემ უწყების სხვა ხელძღვანელ პირებთან ერთად ის ხიდი მოინახულა, რომელითაც სამთაწაყაროს მაცხოვრებლები აზერბაიჯანის მხარეს გადადიოდნენ. ამ ეტაპზე ხიდი ავარიულობის მიზეზით დახურულია, რის გამოც მოსახლეობის ამ მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილება არ ხერხდება. თავის მხრივ, ხიდის ავარიულობის მიზეზით, აზერბაიჯანული მხარის მიერ საზღვარი როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით მოსიარეულეებისათვისაც დაიკეტა. საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობა ამ ხიდის გარემონტებას და აქ ადრე არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნას ითხოვს. ბადრი ბიწაძის განხადებით, საკითხი კომპლექსურად, სხვადასხვა უწყებათა კოორდინირებული მუშაობის შედეგად უნდა გადაწყდეს. ხიდის აღდგენის შემდეგ, კი როგორც სხვა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, ისე აქაც, მესაზღვრეები და მებაჟეები ერთობლივად უნდა იდგნენ.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სახელით ადგილობრივ მოსახლოებას სააღდგომო საჩუქრის სახით 3 ტონა პურის ფქვილი გადაეცა, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ სოციალურად ყველაზე დაუცველ ოჯახებს გადაუნაწილდებათ. 

სიახლეების გამოწერა