ადამიანური რესურსების მართვის კურსი დასრულდა

შსს–ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების მართვის კურსი დაასრულეს. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ ნინი ბაქრაძემ და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ოფიცერმა ნატალი ნოზაძემ გადასცეს. მათ კურსის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართეს, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში ადამიანური რესურსების მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღნიშნული კურსი სასაზღვრო პოლიციის ორგანიზებითა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით განხორციელდა.

სიახლეების გამოწერა