სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N2 სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაკვეთას. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე , საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, სხვადასხვა ქვეყნის 65 მოქალაქე დააკავა. მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკის 17, ინდოეთის რესპუბლიკის 3, ბანგლადეშის რესპუბლიკის 3, აზერბაიჯანის 2, იემენის 1, ირანის 1, რუსეთის 1, მაროკოს 1, სირიის 1 და მოქალაქეობის არმქონე 1 მოქალაქე.

სიახლეების გამოწერა