სახმელეთო საზღვრის დაცვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი

სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთების დაცვას;
ბ)უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვასა და კონტროლს;

სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველო;
ბ) სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველო (ბათუმი);
გ) სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველო (ახალციხე);
დ) სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველო (წითელი ხიდი);
ე) სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველო (დედოფლისწყარო);
ვ) სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველო (ლაგოდეხი);
ზ) სასაზღვრო პოლიციის N6 სამმართველო (ბარისახო);
თ) სასაზღვრო პოლიციის N7 სამმართველო (ყაზბეგი);
ი) სასაზღვრო პოლიციის N8 სამმართველო (ჯავა-ონი);
კ) სასაზღვრო პოლიციის N9 სამმართველო (მესტია);
ლ) სასაზღვრო პოლიციის N10 სამმართველო (ზემო აფხაზეთი).

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის საერთო სიგრძეა დაახლოებით 1839 კმ აქედან,
თურქეთის რესპუბლიკასთან - 275 კმ
სომხეთის რესპუბლიკასთან - 224 კმ
აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან - 446 კმ
რუსეთის ფედერაციასთან - 894კმ

შენიშვნა: სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეიძლება შეიცვალოს მეზობელ სახელმწიფოებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე.