ძირითადი ამოცანები

  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის, სახელმწიფოს, მოქალაქეთა და მათი ქონების  უსაფრთხოების დაცვა;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ გემებზე; 
  • სასაზღვრო ინციდენტების, სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის, ტერორისტული აქტების თავიდან აცილება და მოგერიება;
  • უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით   გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
  • სამაშველო ოპერაციების განხორციელება ზღვაზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში - ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის მიზნით კი -  საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;
  • კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლი საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარზე, საზღვაო სივრცეში, პორტებსა და გემებზე, რომლებზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება;
  • შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხებში თანამშრომლობა, სასაზღვრო საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება;
  • ზღვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • საქართველოს საზღვაო სივრცეში ბიორესურსების მოპოვებაზე და სამეცნიერო კვლევების ჩატარებაზე საქართველოს   კანონმდებლობითა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებით დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
  • საქართველოს ნავსადგურების დაცვა და უსაფრთხოება;
  • საქართველოს საზღვაო სივრცეში მისი სუვერენული უფლებების დაცვა, ზღვაოსნობისადა ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნაოსნობის წესების დაცვის კონტროლი.
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში ტრეფიკინგის, კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მასობრივი განადგურების საშუალებების, პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საზღვაო სივრცეში, დანაშაულობათა გამოვლენა-აღკვეთისა და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმისწარმოება.  
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • სასაზღვრო პოლიციის შემდგომი განვითარებისა და უწყების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი კონცეფციების შემუშავება.
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, ზონასა და საზღვაო სივრცეში არსებული რისკებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მისი შესწავლა, ანალიზი და სათანადო რეაგირების მექანიზმების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში   სახელმწიფო    საიდუმლოების   შემცველი      ცნობების დაცვის უზრუნველყოფა;
  • კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება.