საერთაშორისო თანამშრომლობა

I. მოსაზღვრე ქვეყნებთან დადებული შეთანხმებები.


1. თურქეთის რესპუბლიკასთან:
- 1997 წლის 14 ივლისს დაიდო “სასაზღვრო ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის” (ძალაშია 1999 წლის 4 მარტიდან);
- 1999, 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2008 2009 წლებში თურქეთის რესპუბლიკასთან გაფორმებულია სამხედრო გრანტის შესახებ შეთანხმებები, რომლის ფარგლებშიც თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბი საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციას წლების განმავლობაში უწევდა მატერიალურ–ტექნიკურ დახმარებას;
- 1999 წლის 23 ივნისს ხელმოწერილია „ოქმი თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის საქართველოს სასაზღვრო ძალების სამსახურის ორგანიზაციის მატერიალურ ტექნიკური აღჭურვის და სწავლების შესახებ“;
გარდა ზემოაღნიშნულისა, თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბთან ყოველწლიურად ფორმდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა, რომელშიც განსაზღვრულია თანამშრომლობის კონკრეტული ღონისძიებები (ორმხრივი დიალოგები, ერთობლივი წვრთნები, სანაპირო დაცვის კატარღების ეკიპაჟის ვიზიტი და წვრთნები, სანაპირო დაცვის კომისიების ყოველწლიური შეხვედრები, გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთვიზიტები და სხვა), რომლებიც მონაცვლეობით ტარდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში. ასევე თურქეთის გენერალურ შტაბთან საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიცია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხელს აწერს ორწლიან სასწავლო ღონისძიებათა გეგმას, რომლის საფუძველზეც საქართველოს სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები გადიან სხვადასხვა მოკლევადიან კურსებს თურქეთის გენერალური შტაბის სასწავლო დაწესებულებებში.
– აქტიურად ხორციელდება ორმხრივი თანამშრომლობა თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვისა და საზღვაო ძალების წარმომადგენლებთან შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით.

2. აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან:


– 1997 წლის 18 თებერვლს გაფორმდა „შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ (ძალაშია 1997 წლის 12 დეკემბრიდან)
– 2002 წლის 26 მარტის „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამინისტროს შორის საქართველო – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
– 2002 წლის 26 მარტს ხელმოწერილია „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამინისტროს შორის საქართველო– აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის წესის შესახებ“;
– 2002 წლის 26 მარტს „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამინისტროს შორის ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობაში თანამშრომლობის შესახებ“.

3. სომხეთის რესპუბლიკასთან:
2011 წლის 29 ნოებერს დაიდო “შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებულ ეროვნული უშიშროების სამსახურს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ”.
2013 წლის 25 სექტემბერს ხელმოწერილია ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურს შორის სასაზღვრო საკითხებში 2014 წლის ერთობლივ ღონისძიებათა გეგმა “.

4. რუსეთის ფედერაციასთან:
– 1998 წლის 3 ნოემბერს დაიდო „შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“;
– 1999 წლის 25 ნოემბრს გაფორმდა „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ სასაზღვრო სამსახურს შორის ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობაში თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ“;
– 2001 წლის 21 თებერვლის „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენლების საქმიანობის შესახებ“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 18.12.2001 წლის N 1196 დადგენილებით);
– 2004 წლის 22 აპრილს ხელმოწერილია „ოქმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტსა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ“.

II. თანამშრომლობა სხვა ქვეყნების სასაზღვრო და სხვა უწყებებთან.

1. ამერიკის შეერთებული შტატებთან:

– 1998 წლის 26 და 30 იანვრს ხელმოწერილია რომლის მოქმედების ვადა კვლავ გაგრძელდა 2004 წლის 27 თებერვლიდან „შეთანხმება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოსათვის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისათვის ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნაში დახმარების გაწევის შესახებ.“;
– 2005 წლის 6 დეკემბრს ხელმოწერილია „საიმპლემენტაციო შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტს შორის ბირთვული და სხვა რადიაქტიური მასალის უკანონო კონტრაბანდის თავიდან აცილებაში თანამშრომლობის თაობაზე“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 17 მარტის N2758 – Iს დადგენილებით);
– 2010 წლის ივლისს „შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციული უზრუნველყოფის დირექტორატსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის აღჭურვის შესახებ“;
– „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესწორება N17“ (ძალაშია 2011 წლის 9 სექტემბრიდან);
– 2013 წლის 30 იანვარს ხელმოწერილია დეკლარაცია ,,აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა (DoD) და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციას შორის საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის,მიწოდების ჯაჭვის მართვის,რემონტების დაგეგმვის,ლოჯისტიკის განვითარების შესახებ“.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სხვადასხვა პროგრამების, კერძოდ ,,ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS), ნარკოტიკების საერთაშორისო კონტრაბანდისა და კანონაღსრულების საქმეთა ბიუროს (INL), საფრთხეების შემცირების სამსახურის (DTRA)“ მეშვეობით აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს, როგორც სანაპირო დაცვის განვითრების, ისე სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით.

2. უკრაინასთან:

– 1996 წლის 31 აგვისტოს „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“;
– 1997 წლის 14 თებერვლს ხელმოწერილია: „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვრებზე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და საქართველოსა და უკრაინის სასაზღვრო ჯარების ორგანოთა ოპერატიულ სამძებრო თანამშრომლობის შესახებ.“ (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1997 წლის 27 ივნისს);
– „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს შორის შავ ზღვაზე მოქალაქეების, სახელმწიფო და სხვა სახის საკუთრების დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვისა და დახმარების აღმოჩენის საქმეში ურთიერთქმედების შესახებ“. (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1997 წლის 27 ივნისს N 796 – II ს დადგენილებით);
– „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს შორის საერთაშორისო მიმოსვლის არხებზე სასაზღვრო კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1997 წლის 27 ივნისს );
– „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს შორის საქართველოს სასაზღვრო ჯარებისთვის კადრების მომზადებასა და სწავლებაში თანამშრომლობის განვითარების შესახებ“. (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1997 წლის 27 ივნისს) .
– „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს შორის კულტურისა და სპორტის დარგში საქართველოსა და უკრაინის სასაზღვრო ჯარების შორის თანამშრომლობის შესახებ“. (ძალაშია ხელმოწერის დღიდან);
– „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს შორის საქართველოსა და უკრაინის სასაზღვრო ჯარების სამხედრო მომსახურეთა, მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა დაცვის, სანატორიულ–კურორტული მკურნალობისა და დასვენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. (ძალაშია ხელმოწერის დღიდან).

3. ბულგარეთის რესპუბლიკასთან:

– 1998 წლის 26 ნოემბრს დაიდო „შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ (რატიფიცირებულია 1999 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ, ბულგარეთმა დაასრულა პროცედურები 1999 წლის 1 მარტს);
აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ორ წელიწადში ერთხელ ფორმდება თანამშრომლობის ოქმი, რომელშიც განსაზღვრულია თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები (გამოცდილების გაზიარება სახმელეთო საზღვრის დაცვისა და კონტროლის, საზღვაო საზღვრის დაცვის, საგამოძიებო–ოპერატიული საქმიანობის, პერსონალის მომზადებისა და სხვა სფეროებში). ღონისძიებები ტარდება მონაცვლეობით საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში.

– 1998 წლის 26 ნოემბრს „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საერთაშორისო მიმოსვლის გზებსა და საქართველოსა და ბულგარეთის სახელმწიფო საზღვრებზე არსებული ვითარების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის წესის შესახებ“. (რატიფიცირებულია 1999 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ, ბულგარეთმა დაასრულა პროცედურები 1999 წლის 1 მარტს);

1998 წლის 26 ნოემბრს „ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საერთაშორისო მიმოსვლის გზებზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიზნით ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.(რატიფიცირებულია 1999 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ, ბულგარეთმა დაასრულა პროცედურები 1999 წლის 1 მარტს);

2012 წლის 12 დეკემბერს ხელმოწერილია „ოქმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და ბულგარეთის რესპუბლიკის შსს სასაზღვრო პოლიციის მთავარ დირექციას შორის 2013 -2014 წლის თანამშრომლობის შესახებ”.

4. გერმანიასთან:

საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიცია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ პოლიციასთან სასაზღვრო მიმართულებით. ყოველწლიურად თანხმდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა, რომლის საფუძველზეც მესაზღვრეები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელის მიზანია გამოცდილების გაზიარება სახმელეთო საზღვრის დაცვისა და კონტროლის, ასევე საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებებით. ამასთანავე ხორციელდება გერმანელი ექსპერტების ვიზიტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებში.

5. ფინეთთან:

საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციას აქვს ორმხრივი თანამშრომლობა ფინეთის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებასთან. 2005 და 2007 წლებში ხელი მოეწერა თანაშრომლობის დეკლარაციებს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის განხორციელების 2014-18 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში იგეგმება სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება და ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის ვიზიტი საქართველოში.


6. ლიტვის რესპუბლიკასთან:

საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიცია თანამშრომლობს ლიტვის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებასთან. 2006 წელს ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას“, რომლის საფუძველზე ტარდებოდა ღონისძიებები საზღვრის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით. ლიტვის სასაზღვრო უწყებამ დეკლარაციის საფუძველზე განახორციელა პროექტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კინოლოგიური სფეროს განვითრების მიზნით.
იგეგმება ლიტვის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებასთან სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების პროექტის მომზადება და გაფორმება


7. ლატვიის რესპუბლიკასთან:

– 2009 წლის 8 დეკემბრს ხელმოწერილია „შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ლატვიის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებასთან ყოველწლიურად ფორმდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა.
2013 წლის 15 ოქტომბერს ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული დანაყოფებისა და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვას შორის 2014 წლის თანამშრომლობის გეგმას“.


8. ესტონეთის რესპუბლიკასთან:

- 2011 წლის 5 დეკემბრს ხელმოწერილია “შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ”;

ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე 2012 წლის 16 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს შორის 2012–2013 წლების თანამშრომლობის გეგმას“.


9. მოლდოვის რესპუბლიკასთან

– 2011 წლის 13 ივნისს დაიდო „შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს შორის სასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“.
ამ შეთანხმების საფუძველზე ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოლდოვის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სამსახურს შორის 2012–2013 წლების თანამშრომლობის გეგმას“.
– 2014 წლის 26 მარტს ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტს შორის 2014–2015 წლების თანამშრომლობის გეგმას“.


10. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან:

– 2002 წლის 1 ივლისს დაიდო „შეთანხმება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ “

თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მრავალმხრივი თანამშრომლობა

1. ნატოსთან:

– „საქართველოსა და ნატო–ს შორის წერილების გაცვლის გზით დასადები შეთანხმების“ პროექტზე (ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს მიერ ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო ოპერაციებში მხარდაჭერის აღმოჩენის თაობაზე, რომლებიც ხორციელდება ოპერაცია ACTIVE ENDEAVOUR”–ის (OAE) ფორმატში, შეთანხმებული პროცედურების და 2006 წლის 19 ივლისით დათარიღებული წერილის შესაბამისად)“. (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის N234 დადგენილებით);

– 2010 წლის აპრილს გაფორმდა „ურთიერთგაგების ტაქტიკური მემორანდუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნეაპოლის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობას შორის ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის“ განხორციელებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობის თაობაზე“.

2. ევროკავშირთან:
– 2008 წლის 4 დეკემბრს დაიდო „შეთანხმება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე ოპერატიული თანამშრომლობის მართვის ევროპულ სააგენტოსა (FRONTEX) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“;
აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე შეთანხმდა „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე ოპერატიული თანამშრომლობის მართვის ევროპულ სააგენტოსა (FRONTEX) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის გეგმა“, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით (პერსონალის მომზადება, რისკების ანალიზი, ინფორმაციის გაცვლა და სხვა), აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების მონაწილეობას ფრონტექსის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, პროექტებში, სწავლებებში, ასევე ერთობლივ ოპერაციებში.
ასევე ხელმოწერილია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე თანამშრომლობის მართვის ევროპული სააგენტოსა (ფრონტექსი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხებზე 2013-2015 წლების გეგმა

– გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიცია აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საზღვრის ინტეგრირებული მართვის (EAP IBM) პროგრამის ფარგლებში. მესაზღვრეები საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ EAP IBM FIT–ის ტრენინგ ფორმატში ჩატარებულ პროგრამებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში, ასევე EAP IBM–ის პანელის შეხვედრებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ასევე შემუშავდა „საქართველო–აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტი ორი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის შესაძლებლობების განვითარების შესახებ“, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება ევროკავშირის მიერ.

– 2012 წელს გაფორმდა „მოლდოვასა და უკრაინაში ევროკავშირის საზღვრის მხარდაჭერის მისიასა (EUBAM) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაცია“;


III. მრავალმხრივი თანამშრომლობა

– 2001 წელს დადებულია „შეთანხმება შავი ზღვის სამხედრო–საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 21.06.2002 წლის N 1572 – II ს დადგენილებით).

– 2002 წელს „შეთანხმება შავ ზღვაზე სამხედრო–საზღვაო სფეროში ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომების შესახებ.“


– 2006 წლის 8 ნოემბრს „შეთანხმება შავიზღვისპირა ქვეყნების სასაზღვრო/სანაპირო დაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ“;

– 2010 წლის 21 ოქტომბერს ხელმოწერილ იქნა „ოპერაციული შეთანხმება ალბანეთის რესპუბლიკის სამხედრო–საზღვაო ძალებს, ბელგიის თავდაცვის სამინისტროს, ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, ხორვატიის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს, კვიპროსის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს, საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალებს, საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს, ისრაელის სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალებს, იტალიის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს, მალტის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, მონტენეგროს თავდაცვის სამინისტროს, ნიდერლანდების სამეფოს თა ვდაცვის სამინისტროს, პორტუგალიის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს, სენეგალის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს, სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, ესპანეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს, თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს, დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებს, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს, ინდოეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებსა და სინგაპურის რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალებს შორის გლობალური საზღვაო ინფორმაციის გაცვლის მიზნით ტრანს-რეგიონული საზღვაო ქსელის დაფუძნების შესახებ“.

 IV.  მეგობარ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის განახლებული გეგმები:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს 2015 - 2016 წლების თანამშრომლობის გეგმა;

- ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დირექციასა და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის 2015-2016 წლის თანამშრომლობის ოქმი;

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოლდოვის რესპუბლიკის შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 2014 - 2015 წლის სამოქმედო გეგმა;

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებსა და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს შორის 2015 წლის სამოქმედო გეგმა;

- საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციასა და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს შორის 2015 წლის სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებები.