სასაზღვრო პოლიციის უფროსი

დათო ნიკოლეიშვილი

 

დაბადების თარიღი და ადგილი:

27 ივლისი, 1979 წ.

 

განათლება:

2001-2005 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-იურისტის კვალიფიკაცია;

2002-2003 წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, ოპერატიული

შემადგენლობის მომზადების სრული კურსი;

1996-2000 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-ქიმიური და ბიოლოგიური

ტექნოლოგიების ფაკულტეტი.


წოდება:

 სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი

 

პროფესიული გამოცდილება:

2016 წლის 5 დეკემბრიდან შსს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

2015-2016 წწ.  სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოს დირექტორი;

2008-2015 წწ.  შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სხვადასხვა თანამდებობები;

2005-2008 წწ. შსს ქ. თბილისის უშიშროების მთავარი სამმართველოს

განყოფილების უფროსი; სამმართველოს უფროსი;

2005 წ. შსს ქ. თბილისის უშიშროების მთავარი სამმართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფის უფროსი ინსპექტორი;

2003-2004 წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;

2002-2003 წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კანცელარიის

მე-2 ქვეგანყოფილების თანამშრომელი;

2000-2002 წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კადრების სამმართველოს

მე-2 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების ოპერატიული თანამშრომელი.

 

ენების ცოდნა:

ქართული, ინგლისური, რუსული.

 

ოჯახური მდგომარეობა:

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.