სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე

კახაბერ ჩიქოვანი

დაბადების თარიღი: 16 ივნისი,1973 წლის

პროფესიული გამოცდილება:
2018 წლის მარტიდან   შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე;
2015-2018 კომპანია „გრინპაკ“-ის დირექტორი;
2014-2015 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალური ინსპექციის უფროსი; ადმინისტარციის უფროსი;
2008-2014 საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;
2006-2008 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,  საგანგებო დავალებათა ელჩი; უკრაინაში საქართველოს საელჩო, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2004-2006 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
2004 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კადრების დეპარტამენტის უფროსი;
2002-2004 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; სამსახურის უფროსის აპარატის უფროსის მოადგილე, სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის უფროსი; კადრების სამმართველოს უფროსის მოადგილე, სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის უფროსი;
1998-2002 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიული   კვლევების მთავარი სამმართველო, მიმართულების ოფიცერი;  სახელშეკრულებო-სამართლებრივი მთავარი სამმართველო, მე-2 მიმართულების უფროსი; თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, სამხედრო პოლიტიკისა და ორმხრივი ურთიერთობების სამმართველო, დსთ-ს ქვეყნების განყოფილების უფროსი;
1995-1997 კერძო სექტორი;
1993-1994 საქართველოს ეროვნული გვარდიის I საარმიო კორპუსის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი, შტაბის უფროსის მოადგილე;
1992-1993 საქართველოს ეროვნული გვარდია, ბატალიონი „შავნაბადა“.

განათლება:
2001 თავდაცვის ენობრივი ინსტიტუტი, ინგლისური ენის კურსი (ქ. სან ანტონიო, აშშ);
2000 ლიდსის უნივერსიტეტის წმ. ჯონის სახ. კოლეჯი, ინგლისური ენა (ქ. იორკი, დიდი ბრიტანეთი);
1991 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი, საგარეო ეკონომიკიური საქმიანობის მენეჯმენტი;
1991-1995 საერო ინსტიტუტი „გაენათი“, საბანკო და საბირჟო საქმის ფაკულტეტი, საბანკო საქმის სპეციალობა, კვალიფიკაცია ეკონომისტი.

ენების ცოდნა:  

ინგლისური, რუსული

წოდება:
ვიცე-პოლკოვნიკი; 

საკლასო ჩინი:
პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი; 

დიპლომატიური რანგი:
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 

სახელმწიფო ჯილდო:
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი