სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე

თემურ კუპატაძე

დაბადების თარიღი: 17 აგვისტო, 1979 წელი. 

პროფესიული გამოცდილება:

2019 წლის იანვრიდან - დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე;

2017 წლის ნოემბერი - 2019 წლის იანვარი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

2017 წლის აგვისტო - 2017 წლის ნოემბერი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი;

2015 წლის მარტი - 2017 წლის აგვისტო - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი;

2012 წლის ნოემბერი - 2015 წლის მარტი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი;

2012 წლის ივლისი - 2012 წლის აგვისტო - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს II სახაზო-საპატრულო სამმართველოს (მცხეთა-მთიანეთი) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (დარიალი) უფროსი;

2010 წლის ივნისი - 2012 წლის ივლისი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი;

2008 წლის დეკემბერი - 2010 წლის ივნისი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი;

2007 წლის ივლისი - 2008 წლის დეკემბერი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო სამმართველოს (თბილისი) ასეულის მეთაური;

2006 წლის დეკემბერი - 2007 წლის ივლისი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო სამმართველოს (თბილისი) პატრულ-ინსპექტორი, ოცეულის მეთაური;

2006 წლის ნოემბერი - 2006 წლის დეკემბერი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;

2006 წლის ნოემბერი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

2006 წლის სექტემბერი - 2006 წლის ნოემბერი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;

2004 წლის დეკემბერი - 2006 წლის სექტემბერი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო სამმართველოს (თბილისი) პატრულ-ინსპექტორი, ათეულის მეთაური.


განათლება:

საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია;

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამართალმცოდნეობა;

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირთა გადამზადების კურსი, საქართველოს შსს-ს აკადემია;

საპატრულო პოლიციის სპეციალური მომზადების კურსები, საქართველოს შსს-ს აკადემია.


ენების ცოდნა:
რუსული, გერმანული.

წოდება:
სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი.

სახელმწიფო ჯილდო:
II ხარისხის ორდენი განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.