მოკლე ისტორია

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო საქართველოს  სასაზღვრო სამსახურის ჩამოყალიბება:
1992 წლის 8 აგვისტოს გამოიცა სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ;
1992 წელს შეიქმნა საქართველოს სასაზღვრო სამსახური, მას თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს სტატუსი მიენიჭა;
1994 წლის ივლისში, საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და 1996 წლის მარტში შეიქმნა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი.
1998 წელს მიღებულ იქნა კანონი ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ”;
1998 წელს ჩამოყალიბდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის სამსახური, ხოლო 1999 წელს - სასაზღვრო ავიაცია;
1999 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის ბოლო სასაზღვრო ნაწილმა დატოვა საქართველო;
2004 წლის 11 თებერვლიდან სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
2006 წლის 28 ივნისიდან შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი   გარდაიქმნა სამართალდამცავ უწყებად - საქართველოს სასაზღვრო პოლიციად;
2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ”, სადაც განისაზღვრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები.