საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო

საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო არის სასაზღვრო პოლიციის გამგებლობაში შემავალი სპეციალური სამსახური სამართალდამცავი ორგანოს სტატუსით, რომელიც სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საერთაშორისო აეროპორტებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ უფლებამოსილებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო), საქართველოს საზღვაო სივრცეში და ღია ზღვაში, პორტებში, სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებში, კომპეტენციის ფარგლებში - საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (გარდა სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა) ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ ღონისძიებებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი და წინმსწრები ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზსა და პროგნოზირებას, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებებს, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას, სწავლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ ოპერატიულ ვითარებას და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციებს.